ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არის ამ პარტიის გეგმაზომიერი დაშლა, რომელშიც თუ ვინმე არის დამნაშავე, ეს არის მათი ლიდერი სააკაშვილი და ის პოლიტიკა, რაც ამ პარტიამ საქართველოში აწარმოა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„მათი გათვლა - დესტრუქციისა და ომის პოლიტიკა - დღეს არ მუშაობს, ჩავარდა ეს პოლიტიკა. ამიტომ კრიზისული სურათი უკვე შიგნით დაუდგათ. პარტიაში მიმდინარე პროცესები არანაირად არ უწყობს ხელს მათი პარტიის გაძლიერებას. ეს არის ამ პარტიის კანონზომიერებით გამოწეული გეგმაზომიერი დაშლა, რომელშიც თუ ვინმე არის დამნაშავე, ეს არის მათი ლიდერი სააკაშვილი და მთლიანად ის პოლიტიკა, რაც ამ პარტიამ წლების განმავლობაში საქართველოში აწარმოა“, - განახადა ქადაგიშვილმა.