ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილს ოპერაცია საქართველოში ჩამოსვლამდე აქვს ჩატარებული - როგორც სამედიცინო დოკუმენტებშია ასახული, ამ ოპერაციას არ უკავშირებენ მის წონაში დაკლებას

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილს ოპერაცია საქართველოში ჩამოსვლამდე აქვს ჩატარებული - როგორც სამედიცინო დოკუმენტებშია ასახული, ამ ოპერაციას არ უკავშირებენ მის წონაში დაკლებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ილია ლომია ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2021 წელს კუჭის ოპერაცია გაიკეთა.

მისი თქმით, ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდება ცნობილი ყოფილ პრეზიდენტს რა სახის ოპერაცია აქვს ჩატარებული.

„ოპერაცია ჩატარებული აქვს. დეტალებზე ვისაუბრებთ 14 დეკემბერს სასამართლო განხილვის პროცესში. საქართველოში ჩამოსვლამდე ჩაიტარა. რასთან არის ეს დაკავშირებული გაჟღერდება ჩვენს შუამდგომლობაში.

როგორც სამედიცინო დოკუმენტებშია ასახული, ამ ოპერაციას არ უკავშირებენ მის წონაში დაკლებას. არის უამრავი ფაქტორები, რომელიც გაჟღერდება. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არც „ვივამედი“ უკავშირებს და არც ის ექიმ-ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს გამოკვლევები, როგორც ინსტრუმენტალური და ასევე, ლაბორატორიული, მათ დეტალურად აქვთ ასახული მათ თავიანთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში,”-განაცხადა ლომიამ.