ოლივერ ვარჰეი: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 6 პარტნიორიდან 3 ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა - ამ მისწრაფებას პოზიტიურად უპასუხა ევროკავშირმა

ოლივერ ვარჰეი: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 6 პარტნიორიდან 3 ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა - ამ მისწრაფებას პოზიტიურად უპასუხა ევროკავშირმა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 6 პარტნიორიდან 3 ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა - ამ მისწრაფებას პოზიტიურად უპასუხა ევროკავშირმა, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის პოლიტიკური ჩარჩო, სადაც გვაქვს კავშირები რეგიონთან და ასე ვაშენებთ პარტნიორობას რეგიონში პარტნიორ ქვეყნებთან. ეს მოიცავს ფინანსურ ინსტრუმენტს და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს. 6 პარტნიორიდან 3 ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა. ამ მისწრაფებას პოზიტიურად უპასუხა ევროკავშირმა. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, გაფართოება ითვალისწინებს უფრო მაღალი დონის თანამშრომლობას და თანამშრომლობისთვის შესაძლებლობებს. ვახორციელებთ ინვესტიციებს სექტორულ თანამშრომლობაში მათთან, ვინც დაინტერესებულია. სწორად გვაქვს დასახული პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები დაუცველობას შეამცირებს. ეს ეხება ეკონომიკას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უფრო გამძლე ეკონომიკის მშენებლობას, საზოგადოებას. ეს მოაქვს ევროკავშირში გაწევრიანებასაც და ჩემი აზრით, უფრო სწრაფადაც. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და ყველა ინსტრუმენტი, რაც ამ ინიციატივის ფარგლებში გვაქვს, დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განაცხადა ვარჰეიმ.