გოგა ხაინდრავა: თანამედროვე საქართველოს წინააღმდეგ მიდის ღია, დაუფარავი ბრძოლა, იმიტომ რომ ამ საქართველომ არ გააკეთა ის, რაშიც ათწლეულების განმავლობაში ინვესტიცია იდებოდა

გოგა ხაინდრავა: თანამედროვე საქართველოს წინააღმდეგ მიდის ღია, დაუფარავი ბრძოლა, იმიტომ რომ ამ საქართველომ არ გააკეთა ის, რაშიც ათწლეულების განმავლობაში ინვესტიცია იდებოდა

თანამედროვე საქართველოს წინააღმდეგ მიდის ღია, დაუფარავი ბრძოლა, იმიტომ რომ ამ საქართველომ არ გააკეთა ის, რაშიც ათწლეულების განმავლობაში ინვესტიცია იდებოდა, - ამის შესხებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„გადახედეთ რას აკეთებს გიგაური, გადახედეთ, რას აკეთებს ISFED-ი. ეს არის ამ ქვეყნის დაუფარავი მტრობა. ესენი ჩვენთვის კი არ დებენ მასალებს და ვითომ გამოკითხვებს - ეს ყველაფერი უცხოეთისთვის კეთდება. ვის სჯერა გიგაურის აქ? უამრავი დეპუტატია ევროკავშირში, რომლებიც ღრმად არაფერს კითხულობენ, მაგრამ სათაურებს კითხულობენ“, - განაცხადა ხაინდრავამ.