არავინ სვამს კითხვას, საიდან აქვს გიული ალასანიას ამდენი ფული, რომ უცხოურ ლობისტურ კომპანიებს ქირაობს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
„ადვოკატი კი არ დაიქირავა ადამიანმა, დაიქირავა სარეკლამო კომპანია, რომელიც სააკაშვილს გაუკეთებდა რეკლამას, როგორც მსხვერპლს. მას ხომ პოლიტიკური ფასი აღარ აქვს. დაჭერამდეც აღარ ჰქონდა. არ მიყვარს შეთქმულების თეორიების განვითარება, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი აქ მისმა გარემოცვამ შემოიტყუა ფულის გამოძალვის მიზნით. კოლექტიურ დასავლეთში ერთმა ნაწილმა განიზრახა, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ვერ დაითანხმეს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე. აგრესიულად ითხოვდნენ, რომ საქართველო ჩათრეული ყოფილიყო ომში. ამიტომ ამ ხალხმა ცვლილებების განხორციელება დაიწყო. ჩაანაცვლეს გრიგოლ ვაშაძით, რომელმაც შედეგები დადო, მაგრამ ვაშაძე თავისი ინტელექტით ამ ბრბოს აღემატება და ვერ დალაგდნენ. სააკაშვილს პოლიტიკური ფასი დიდი ხანია აღარ აქვს, მაგრამ მას აქვს ფასი, როგორც მსხვერპლს. თუ სააკაშვილის ირგვლივ ახლა რამე მოხდება, ესენი ფიქრობენ, რომ ამას როგორმე გამოიყენებენ“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.