პარიზში მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების გულშემატკივართა შორის შეტაკებების შედეგად 74 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გულშემატკივრები ელისეს მინდვრებზე თავიანთი ნაკრებების ნახევარფინალში გასვლას აღნიშნავდნენ და არეულობებს აწყობდნენ. ბოროტმოქმედებმა ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და უპირისპირდებოდნენ პოლიციას, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლმდენი აირი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი და მაროკო ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 14 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.