პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველომ რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის საზოგადოების ერთობა.
„ქვეყანა ძალიან სერიოზული არჩევანის წინაშე დგას, ეს არის რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანი, ეს არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა ან რუსეთის მონობაში დაბრუნების არჩევანი. მგონი, აქ ყველას მოგვეთხოვება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მიგვაჩნია, რომ აქედან გამოსავალი არის ერთობა, რომელშიც მრავალფეროვნებას შევინარჩუნებთ, მაგრამ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის. ასევე, არ მგონია, რომ ეს მხოლოდ პარტიული ამოცანა არის. ეს არჩევანი ყველა მოქალაქეს აქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა ხოშტარიამ.