მაღალი დონის შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილი არავის უხსენებია, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში იმყოფებოდა. დეპუტატის თქმით, ექსპრეზიდენტის საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში.
„ვფიქრობ, მაშინ ვახდენთ ამ საკითხის პოლიტიზებას, როდესაც პოლიტიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ კომენტარი. მგონი, აქ უკვე დადგა დრო, შესაბამის სტრუქტურებს ვაცადოთ ამ საკითხის გადაწყვეტა. პირველ რიგში, ეს არის სასამართლო, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ამ საკითხში და ნებისმიერი ზეწოლისგან არის დაცული. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს უკვე სამედიცინო პერსონალის საქმეა“, - განაცხადა ამილახვარმა.