ბაჩო დოლიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. წინასწარ ამ საკითხით სპეკულირება არ მინდა. არც არავის არ ვაშინებ, მაგრამ ჩვენი მხრიდან უკან დახევა ნამდვილად არ იქნება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნას სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ ისაუბრა.

„თუ დავინახეთ, რომ მოსამართლემ გადაწყვიტა და აი, ასე, არავითარი ფაქტი არ გაითვალისწინა, სამედიცინო დასკვნები და ჩვეულებრივ სასიკვდილოდ გაწიროს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ შევეგუებით. პირდაპირ ვამბობ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. წინასწარ ამ საკითხით სპეკულირება არ მინდა. არც არავის არ ვაშინებ, მაგრამ ჩვენი მხრიდან უკან დახევა ნამდვილად არ იქნება. ამას პირდაპირ ვამბობთ, - განაცხადა დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს არის ჩანიშნული.