მიხეილ სარჯველაძე: დიაგნოზებისა და დაავადებების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს

მიხეილ სარჯველაძე: დიაგნოზებისა და დაავადებების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნას დიდად პერსპექტიულად არ მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია.

„ეს საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანი არ უნდა იყოს. უპირატესად სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხია. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამ თვალსაზრისითაც არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა სწორი შეხედულება ჩამოვიყალიბოთ. დიაგნოზებისა და დაავადებების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს. ამას სჭირდება კარგად შეფასება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.