დავით უსუფაშვილი: ხელისუფლების მხრიდან იმის არ თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტია, არის მაამებლური პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ხელისუფლების მხრიდან იმის არ თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტია, არის მაამებლური პოლიტიკა

"როდესაც გისვამენ კითხვას და შენ ერთხელ კი არაც სამჯერ არ ეუბნები რომ რუსეთი ოკუპანტია და რაღაც დატვირთვაზე იწყებ ანალიზს, რა არის ეს?"- ამ კითხვით მიმართა ინგა გრიგოლიამ "ლელოს" ლიდერსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. 

"რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკის გარდა რა შეიძლება იყოს ეს, ძალიან ძალიან რთული წარმოსადგენია. არ ვთვლი რომ ეს დავალებული ან დაკვეთილოა, ესაა მაამებლური პოლიტიკა, რომ ე მანდ იქ ვიღაც არ გაღიზიანდეს. როდესაც ამას ჩვენ გავაკრიტიკებთ, მომარჯვებული აქვს ის ცნობილი ფრაზა "აა, ომი გინდათ??". 

2008 წელს როდესაც ჩვენ გვბომბავდნენ, რას ვითხოვდით ჩვენ მსოფლიოსგან? დახმარებას ვუთხოვდით, იმის შემდეგ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ?! რომ მსოფლიომ არ გამოიღო ხელი და არ დაგვეხმარა. და რითი უნდა დაგვხმარებოდა? ჩვენ რა ჩეხებს, ან კანადელებს ვთხოვდით ჩამოდით და ჩვენთან იომეთ-თქო? ჩვენ ვთხოვდით ყველას, რომ აგრესორს და ოკუპანტს სათანადოდ მოეპყარით. ჩვენ ვთხოვდით ყველას, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ რაც შეეძლო ის გაეკეთებია. დღეს კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოსგან ელის იმას რაც შეუძლია",- განაცხადა უსუფაშვილმა.