World Economic Forum-მა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

World Economic Forum-მა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პირველად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და საკმაოდ იშვიათი მოვლენა გლობალურადაც, World Economic Forum-მა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

თანამშრომლობის ფორმატი მოიცავს კვლევით, აკადემიურ და პრაქტიკულ ასპექტებს, რაც ქართული მხარისთვის სრულიად ახალი ტიპის შესაძლებლობებს გახსნის და ჩართავს მას მსოფლიო დონის პროექტებში.

მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ WEF-თან გააფორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჩაერთვება ისეთ მნიშვნელოვან კვლევით პროექტებში, როგორიცაა: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, მომავლის სამსახურები, გენდერული კვლევები, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვლევები და მრავალი სხვა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს აგრეთვე მიეცემა შესაძლებლობა WEF-თან თანამშრომლობით განახორციელოს საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში და ჩაერთოს WEF-ის ღონისძიებებში შვეიცარიასა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

აღნიშნული თანამშრომლობა უპრეცედენტოა ქართული საგანმანათელებლო სივრცისთვის და სრულიად ახალი მასშტაბის შესაძლებლობებს უხნის მას ინტერნაციონალიზაციისა და კვლევითი პოტენციალის გაძლიერების კუთხით.