კელი დეგნანი: როცა ქართველი ხალხი გენიალურ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რომელიც იბრძვის საკუთარი იდენტობისთვის, ჩვენ გარკვევით ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი

კელი დეგნანი: როცა ქართველი ხალხი გენიალურ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რომელიც იბრძვის საკუთარი იდენტობისთვის, ჩვენ გარკვევით ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი

ვფიქრობ, ნათელია ის მხარე, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის წინააღმდეგ ომში უკავია და ეს გამოიხატება უკრაინელი ხალხის მიმართ მათ სოლიდარობაში, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, „უნდა უჭირდეს თუ არა ცივილური სამყაროს ხელისუფლების წარმომადგენელს პასუხის გაცემა იმაზე, თუ ვისკენ უნდა იყოს ის რუსეთ-უკრაინის ომში“.

„უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის, ის იბრძვის არსებობისთვის, იდენტობისთვის. ყველაფერი არის ის, რაც ქართველმა ხალხმა კარგად იცით რუსული აგრესიიდან მიღებული საკუთარი გამოცდილებიდან, გამოცდილებიდან რომელიც თქვენ მიიღეთ, როცა რუსეთი თქვენი იდენტობის, ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას ცდილობდა. ასე რომ, როდესაც ქართველი ხალხი გენიალურ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ჩვენ გარკვევით ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, - აღნიშნა ელჩმა.