გიული ალასანია: ჩემს შვილს ჩამოერთვა მოქალაქეობა, რადგან 2008 წელს საქართველო თეფშზე დადებული არ მიართვა აგრესორს

გიული ალასანია: ჩემს შვილს ჩამოერთვა მოქალაქეობა, რადგან 2008 წელს საქართველო თეფშზე დადებული არ მიართვა აგრესორს

შეიძლება ჩვენს მებრძოლებს მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის პრეცედენტი არსებობს, ჩემს შვილს ხომ ჩამოერთვა მოქალაქეობა - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ "მთავარის" ეთერში განაცხადა.

"ძნელია ცდუნებისგან თავი შეიკავო, იმიტომ რომ პროფესიით ისტორიკოსი ვარ. შეიძლება ჩვენს მებრძოლებს მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის პრეცედენტი არსებობს, ჩემს შვილს ხომ ჩამოერთვა მოქალაქეობა, 2008 წელს ებრძოლა აგრესორს და ჩვენი ქვეყანა თეფშზე დადებული არ ჩააბარა. ეს ხომ ფაქტია. გამიჯნული ვარ პოლიტიკური პროცესებისგან, ჰუმანიტარულ ჩარჩოებში ვარ და სხვა ვერაფერზე ვფიქრობ"- განაცხადა გიული ალასანიამ.