ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, არიან ცოცხალი განსახიერება იმისა, რასაც "ოცნება" ებრძვის - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
"ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, არიან ცოცხალი განსახიერება ყველაფერი იმისა, რასაც ესენი ებრძვიან. მთელი ამათი ფილოსოფია, თუ მსოფლმხედველობა, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლამდეც კი, რუსეთი არის დიდი, უძლეველი. რუსეთს აქვს ღილაკი, დააჭერს და გაგაქრობს, ეს მითი შექმნეს და ჩვენ არავინ ვართ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამბიცია, პატარა ქვეყანა ვართ. მთელი მათი ძალაუფლება ემყარება ამ იდეოლოგიას"- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.