ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და ასეთ განცხადებას აკეთებს ამ ქვეყნის წარმომადგენელი, ჩვენი ქვეყნის არავითარ ინტერესებში არ ჯდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კასიანოვის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არამეგობრული განცხადება. არაფერში არ ჯდება მისი ასეთი, მტკიცებულების გარეშე, ხელაღებით გაკეთებული განცხადება იმის პარალელურად, როცა ჩვენ უამრავი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული უკრაინელი ხალხის მხარადასაჭერად და ამას შემდგომშიც გავაკეთებთ. არავის არაფერს ვამადლით, პირიქით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.