ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და „დროას“ შორის განსხვავება არ არის - რაღაც ბოლშევიკური გაერთიანების ნაწილი არიან

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და „დროას“ შორის განსხვავება არ არის - რაღაც ბოლშევიკური გაერთიანების ნაწილი არიან

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სამეულს, ე.წ. ტროიკას რაც შეეხება, სინამდვილეში, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის არც პოლიტიკური მიზნების და არც მენტალიტეტის თვალსაზრისით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია.

„ისინი არიან ერთიანი რაღაც ბოლშევიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია. რაც არ უნდა ერქვას ამა თუ იმ პარტიას, ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ყველა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ერთიანი ცოდვების ისტორიით და ერთიანი მენტალიტეტით, ეს არის ბოლშევიკური მენტალიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.