ელენე ხოშტარია: სააკაშვილის საკითხზე იქნება ერთობა და ამაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს

ელენე ხოშტარია: სააკაშვილის საკითხზე იქნება ერთობა და ამაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს

სააკაშვილის საკითხზე იქნება ერთობა და ამაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს, - ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„ვისაუბრეთ შესაძლო სცენარებზე, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი. აქ იქნება ერთობა, ამაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს“,- აღნიშნა ხოშტარიამ.

ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. თუმცა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები რეანიმაციაში გადაყვანის მდგომარეობას არ შეესაბამება. მისივე თქმით, სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში და „ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს“.