პიტერ სტანო:  საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

პიტერ სტანო: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - წერს პიტერ სტანო.