სააკაშვილმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს მის მკურნალ ექიმებთან, დაწესებულებასთან მიმართებაში და მეტიც, იგი გამოთქვამს მადლიერებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ადვოკატი იმისთვისა, რომ მას ობიექტურობა არ მოეთხოვება. მეტიც, პირდაპირ მას კანონი ეუბნება, რომ დიახ, უნდა იყო სუბიექტური. პიროვნება, რომელიც უშუალოდ არის ჩართული, ინფორმირებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან, პრაქტიკულად ჩვენ ყოველ რე ვიგებთ ინფორმაციას. სააკაშვილმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ მას არანაირი პეტენზია არ აქვს მის მკურნალ ექიმებთან, დაწესებულებასთან მიმართებაში და მეტიც, იგი გამოთქვამს მადლიერებას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას შეესაბამება და გავრცელებული ინფორმაცია რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანაზე არასწორია. ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ პაციენტისთვის, მკურნალობის აუცილებელ კომპონენტს სრულფასოვანი კვება წარმოადგენს, რაც ამ შემთხვევაში არ ხდება. ექიმების განმარტებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და საზღვარგარეთ მის გადაყვანას ითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.