ალუდა ღუდუშაური: ვფიქრობ ეს არის ძალიან ამორალური, როდესაც ადამიანს თანხის სანაცვლოდ სთავაზობ საომარ მოქმედებაში მონაწილეობას

ალუდა ღუდუშაური: ვფიქრობ ეს არის ძალიან ამორალური, როდესაც ადამიანს თანხის სანაცვლოდ სთავაზობ საომარ მოქმედებაში მონაწილეობას

ვფიქრობ ეს არის ძალიან ამორალური, როდესაც ადამიანს თანხის სანაცვლოდ სთავაზობ საომარ მოქმედებაში მონაწილეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ეს არის ცალკეული პირების შემთხვევაში, როდესაც თანხის სანაცვლოდ ხდება ეს და არამც და არამც ის მახინჯი ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც გაიხსნა. ადამიანები, ვინც თავისი ენთუზიაზმის მიდიან, ეს გასაგებია. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ აქვე ვამბობთ, რომ არ გვემეტება არცერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელმაც შესაძლოა სიცოცხლის დაკარგვის რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი თავი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ქართული ლეგიონი, ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს. მედიაში გავრცელდა პირადი მიმოწერა, რომლითიც დასტურდება, რომ თანხა შეადგენს ორი ათას დოლარზე მეტს. ქართულ ლეგიონს კი მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.