ბირთვული ომის საფრთხეების გათვალისწინებით, ნატო რუსეთთან ომში ხელს უშუალოდ ვერ გაისვრიდა, შესაბამისად, ამერიკელებს სჭირდებოდათ ქვეყნები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად გამოიყენებდნენ და რუსეთთან საომრად გაიმეტებდნენ, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული პოსტით იგი უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
„2008 წელს ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება, ფორმალურად, გერმანიას და საფრანგეთს დააბლოკინეს. თუმცა, გერმანია და საფრანგეთი სრულად ოკეანისგაღმიდან რომ იმართებიან, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედული კაცისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას იაფ ბუნებრივ რესურსებზე და მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანული მრეწველობის გაჩერებაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ ამაზე ერთი მოკრძალებული პროტესტიც კი არავის გამოუხატავს. ამ პირობებში, ცხადია, გერმანია და საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში არგაწევრიანების ინსტრუმენტად მხოლოდ ფორმალურად გამოიყენეს. რეალურად კი, ასეთ გადაწყვეტილებებს სრულად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, რომელსაც საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით საკუთარი გეგმა კარგა ხნით ადრე ჰქონდა მოფიქრებული. კერძოდ, ნატოს რეალური მეპატრონეები - ამერიკელები ჩვენც და უკრაინასაც რუსეთთან საომრად გვამზადებდნენ. ბირთვული ომის საფრთხეების გათვალისწინებით, ნატო რუსეთთან ომში ხელს უშუალოდ ვერ გაისვრიდა. შესაბამისად, ამერიკელებს სჭირდებოდათ ქვეყნები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად გამოიყენებდნენ და რუსეთთან საომრად გაიმეტებდნენ. ვიღაცისთვის როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს რუსეთის დასუსტების დიადი მიზანი, სტრატეგიული პარტნიორის მიერ პატარა ქვეყნის საზარბაზნე ხორცად მოაზრება და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით გაწირვა მაინც დიდ ვერაგობად უნდა მივიჩნიოთ“, - აცხადებს შათირიშვილი.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორ პირდაპირ ამბობს სათქმელს
ამის ერთი პოსტი, ღონით ჩემს ტომებად დალაგებულ პოსტებს ათასჯერ სჯობია ...
..მართალია ამერიკას დაჟე მთლიანი საქართველოს აზრი სულ სირზეც კი ჰკიდია მაგრამ ამას მაინც უსმენენ და შედარებით მეტი ძალაც აქვს მი