ზაზა შათირიშვილი: ალიანსის გაფართოების პირობებში, რუსეთი ნატოსთან ომს ვერ დაიწყებდა და რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის ომები არ მოხდებოდა, მაშინ რატომ გვითხრეს ნატოზე უარი 2008 წელს ჩვენც და უკრაინასაც?

ზაზა შათირიშვილი: ალიანსის გაფართოების პირობებში, რუსეთი ნატოსთან ომს ვერ დაიწყებდა და რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის ომები არ მოხდებოდა, მაშინ რატომ გვითხრეს ნატოზე უარი 2008 წელს ჩვენც და უკრაინასაც?

ორიოდე თვის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში რომ მიეღოთ, არც რუსეთ-საქართველოს ომი და არც რუსეთ-უკრაინის ომები არ იქნებოდაო. ძნელია ამ ლოგიკას არ დაეთანხმო. ფაქტია, რომ ალიანსის გაფართოების პირობებში, რუსეთი ნატოსთან ომს ვერ დაიწყებდა და არცერთი ეს ომი არ მოხდებოდა. ასეთ დროს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ მარტივი შეკითხვა: მაშინ რატომ გვითხრეს ნატოზე უარი 2008 წელს ჩვენც და უკრაინასაც? - ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„2008 წელს ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება, ფორმალურად, გერმანიას და საფრანგეთს დააბლოკინეს. თუმცა, გერმანია და საფრანგეთი სრულად ოკეანისგაღმიდან რომ იმართებიან, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედული კაცისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას იაფ ბუნებრივ რესურსებზე და მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანული მრეწველობის გაჩერებაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ ამაზე ერთი მოკრძალებული პროტესტიც კი არავის გამოუხატავს. ამ პირობებში, ცხადია, გერმანია და საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში არგაწევრიანების ინსტრუმენტად მხოლოდ ფორმალურად გამოიყენეს. რეალურად კი, ასეთ გადაწყვეტილებებს სრულად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, რომელსაც საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით საკუთარი გეგმა კარგა ხნით ადრე ჰქონდა მოფიქრებული.
კერძოდ, ნატოს რეალური მეპატრონეები - ამერიკელები ჩვენც და უკრაინასაც რუსეთთან საომრად გვამზადებდნენ. ბირთვული ომის საფრთხეების გათვალისწინებით, ნატო რუსეთთან ომში ხელს უშუალოდ ვერ გაისვრიდა. შესაბამისად, ამერიკელებს სჭირდებოდათ ქვეყნები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად გამოიყენებდნენ და რუსეთთან საომრად გაიმეტებდნენ. ვიღაცისთვის როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს რუსეთის დასუსტების დიადი მიზანი, სტრატეგიული პარტნიორის მიერ პატარა ქვეყნის საზარბაზნე ხორცად მოაზრება და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით გაწირვა მაინც დიდ ვერაგობად უნდა მივიჩნიოთ.

ფაქტია, რომ უკრაინელები საზარბაზნე ხორცის მისიას დღეს ამერიკელებს ხუთიანზე უსრულებენ. საქართველოში კი, ამერიკელებმა ხელისუფლებაში „ხუთოსანი“ აგენტები ვერაფრით მოაბრუნეს, რომ ორი ფრონტის დიდი ხნით ადრე დაწერილი სცენარი სრულფასოვნად აღესრულებინათ.
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ ასრულებს საზარბაზნე ხორცად საქართველოს ქცევის და ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის დავალებას. ამ ფაქტთან შეგუება კი, ამერიკელებს ძალიან უჭირთ და საკუთარ აგენტურას პერიოდულად სწორედ ამიტომ ააქტიურებენ.

აგენტურის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე ჩვენს ქვეყანას ბოლომდე გადაგორებული არა აქვს და საზოგადოების უყურადღებობის შემთხვევაში, საქართველო სამხედრო კონფლიქტის მხარედ ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი, საზოგადოებამ სწორად გააანალიზოს და შეაფასოს უკრაინის და ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რათა ჩვენმა ქვეყანამ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას და 30 წლის მანძილზე რიგით მეოთხე ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან“, - წერს შათირიშვილი.

trampi ჯიგარი ჯიგარი ჯიგარი და კიდევ ჯიგარი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
როგორ პირდაპირ ამბობს სათქმელს
ამის ერთი პოსტი, ღონით ჩემს ტომებად დალაგებულ პოსტებს ათასჯერ სჯობია ...
..მართალია ამერიკას დაჟე მთლიანი საქართველოს აზრი სულ სირზეც კი ჰკიდია მაგრამ ამას მაინც უსმენენ და შედარებით მეტი ძალაც აქვს მი
2 წლის უკან