ბაჩო დოლიძე: სამწუხაროდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესობისკენ მიდის და ამაზე აბსოლუტურად ყველანი ვთანხმდებით

ბაჩო დოლიძე: სამწუხაროდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესობისკენ მიდის და ამაზე აბსოლუტურად ყველანი ვთანხმდებით

მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ ისაუბრა.

„აბსოლუტურად ყველა თანხმდება ერთზე, რომ რომ ვერ ხერხდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიც ის იმყოფება. სამწუხაროდ უარესობისკენ მიდის და ამაზე აბსოლუტურად ყველანი ვთანხმდებით“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები რეანიმაციაში გადაყვანის მდგომარეობას არ შეესაბამება. მისივე თქმით, სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს.