მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან 1 კვირის თავზე, ჩინეთში მკაცრი კოვიდრეგულაციები მოხსნეს.
კორონავირუსის სიმტპომების მქონე მოქალაქეებს იძულებით საკარანტინო ბანაკებში აღარ განათავსებენ. ინფიცირებულებს თვითიზოლაციის უფლება ექნებათ.
გარდა ამისა, ჩინეთში გაუქმდა საჯარო თავშეყრის ადგილებზე კოვიდ 19-ის უარყოფითი ტესტის წარდგენის ვალდებულებაც.
რეგულაციების შემსუბუქებით ჩინეთი, სავარაუდოდ, ნულოვან კოვიდპოლიტიკას ეტაპობრივად გააუქმებს.