უკრაინაში მყოფი მოძრაობა "სირცხვილიას" ერთერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები!
"გაგახაროთ? ამ წამს ვიგებ, რომ ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები!
ძააალინ, ძააალინ ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა!
ბევრ საავადმყოფოში განათდება საოპერაციოები!
ბევრი ბავშვთა სახლი, მოხუცებულთა თავშესაფარი ამოისუნთქებს
ყველაფერი გამოგვივა
ჩემო კარგო ქვეყანავ"