გიორგი ვაშაძე:  უკრაინა 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა იმისთვის, რომ რუსულ აგრესიას გავმკლავებოდით, „ქართული ოცნება“ კი გენერატორითაც არ ეხმარება

გიორგი ვაშაძე: უკრაინა 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა იმისთვის, რომ რუსულ აგრესიას გავმკლავებოდით, „ქართული ოცნება“ კი გენერატორითაც არ ეხმარება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გენერატორითაც კი არ დაეხმარა მეგობარ ქვეყანა უკრაინას, რომელიც 2008 წლის ომში საქართველოს შეიარაღებით უწევდა დახმარებას. ვაშაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებაა.

„უკრაინა, რომელიც 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა იმისთვის, რომ რუსულ აგრესიას გავმკლავებოდით, „ქართული ოცნება", ეს პრორუსული ძალა ელემენტარულად, ჰუმანიტარული თვალსაზრისით გენერატორითაც კი არ ეხმარება, ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება, რასაც სჩადის "ქართული ოცნება". შეურაცხმყოფელი არის ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, როცა ასე საქვეყნოდ თავს გვჭრის ხელისუფლება. ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა და საკუთარი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა, ამ ქვეყანას დღეს საქართველო, ელემენტარულად გენერატორებითაც კი არ ეხმარება, რომ ადამიანებს მცირედით მაინც შეუმსუბუქოს ის მძიმე ვითარება, რაც ტერორისტულმა სახელმწიფომ მიაყენა უკრაინას, ჩვენს მეგობარ ხალხს",-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, იარაღზე საუბარიც კი არ არის, არამედ საუბარია გენერატორზე, რითაც საქართველოს მთავრობა უკრაინას არ ეხმარება.

"უფრო მეტიც, თბილისის მერიამ ამაზრზენად გამოყარა უკრაინელი დევნილები საცხოვრებელი ადგილებიდან. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც ამ მავნებელ, პრორუსულ ძალას აქვს. პირდაპირი ტექსტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გენერატორითაც კი არ ეხმარება უკრაინას, რა შეიარაღებაზეა საუბარი",-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა.

 

 

Aburjga Tasmanieli გენერატორში რა უნდა ჩაასხან "აღმაშენებელო"?! საწვავი რუსეთისაა და ცნობილი ჩამფსმელი ნ.გ.თუ ჩაუფსამს არ ვიცი?!
2 წლის უკან
petrekupry ომამდე გვეხმარებოდა თუ სამ დღეში მოგვაყარა იარაღი? თუ ომამდე გვეხმარებოდა, რა იცოდა რუსეთი რომ დაგვესხმოდა? თუ იცოდა, მაშინ მის ნათლიმამას რატომ არ უთხრა? თუ უთხრა, მაშინ ნათლიმამამ ხალხი რატომ არ გამოიყვანა? რა ბედი ეწია ამ შეიარაღებას? აზიაში გააცნცულეს კეზერებმა თუ რუსებს ჩააბარეს ალალად?
2 წლის უკან