ალექსანდრე რაქვიაშვილი:  ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საარჩევნო რეფორმაზე პოზიტიური დისკუსია იყო, არ ველოდები, რომ რაღაც განსაკუთრებულად ცუდი დაიწერებოდა 

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საარჩევნო რეფორმაზე პოზიტიური დისკუსია იყო, არ ველოდები, რომ რაღაც განსაკუთრებულად ცუდი დაიწერებოდა 

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ჯერ არ გაცნობია. მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ დასკვნაში რაღაც განსაკუთრებულად ცუდი დაიწერებოდა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია.

„გავეცნობი რეკომენდაციებს. ზოგადად, ჩვენ პირველი მოსმენის დროსაც დავუჭირეთ ცვლილებებს მხარი. მივიჩნევთ, რომ ეს ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია. რეკომენდაციები თუ მოვიდა და მათ დამატებით შევასრულებთ, ჩვენი მხარდაჭერა ექნება, თუ იმ რეკომენდაციებში რაიმე წარმოუდგენელი არ წერია. ზოგადად, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საკმაოდ პოზიტიური დისკუსია იყო და არ მაქვს მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებულად ცუდი დაიწერებოდა. ალბათ პირიქით, შევძლებთ, მეტად გავაუმჯობესოთ ცვლილებები. 12 პუნქტიდან საარჩევნო რეფორმა ყველაზე მშვიდი და კონსტრუქციული პროცესის შედეგი იყო. ის ცვლილებები, რაც მიღებულია, წინგადადგმული ნაბიჯია, იმის მიუხედავად, რომ იყო ცვლილებები, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.