ჯინ შაჰინი: ადამიანებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც მათ ქვეყანას პოზიტიური მიმართულებით წაიყვანენ - ქართველ ხალხს ვეტყოდი, იმედი მაქვს, შეძლებთ გყავდეთ მსგავსი ლიდერები

ჯინ შაჰინი: ადამიანებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც მათ ქვეყანას პოზიტიური მიმართულებით წაიყვანენ - ქართველ ხალხს ვეტყოდი, იმედი მაქვს, შეძლებთ გყავდეთ მსგავსი ლიდერები

ადამიანებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც მათ ქვეყანას პოზიტიური მიმართულებით წაიყვანენ - ქართველ ხალხს ვეტყოდი, იმედი მაქვს, რომ შეძლებთ გყავდეთ მსგავსი ლიდერები,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა დაუწესდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციები, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებს და მოუტანს თუ არა სანქციების დაწესება სარგებელს ქვეყნის დემოკრატიას.

„სანქციებზე საუბრისას, გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებსაც ვაფასებთ. ბატონი ივანიშვილის შემთხვევაში, სანქციებზე ამ კუთხით არ შემიხედავს - ასე რომ, არ ვიცი. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ ფუნდამენტური საკითხი არის ის, რომ ადამიანებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც მათ ქვეყანას პოზიტიური მიმართულებით წაიყვანენ. პრეზიდენტ ზელენსკის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ეს საშინელი ომი ხვდა წილად. ის დარჩა უკრაინაში და იბრძვის უკრაინელი ხალხისთვის. მან რუსეთს მამაცი წინააღმდეგობა გაუწია და დასავლეთსა და მთელ მსოფლიოში უკრაინის საჭიროებების შესახებ ძლიერი არგუმენტები წამოაყენა. ეს არის ლიდერობა, რომლის ნახვაც ხალხს სურს კრიზისის დროს.

ასე რომ... ქართველ ხალხს ვეტყოდი, იმედი მაქვს, რომ შეძლებთ გყავდეთ მსგავსი ლიდერები, რომლებიც გაგრძნობინებენ იმას, რომ დაგიცავენ რუსეთისგან, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ნათელი მომავლისკენ სწრაფვაში, მხარდაჭერის მოპოვებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აი, ასეთ ლიდერებს ვისურვებდით საქართველოსთვის“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.

Aburjga Tasmanieli ამ საძულველ დედაკაცს სახე მთლიანად დაფარული აქვს ჭვრილი ნაოჭებით, ეს არის უტყუარი სიმპტომი ასაკისაგან გამოწვეული ჭკუასუსტობის. ამაზე მიუთითებს განსაკუთრებით ის ნაოჭთა ქსელი რომელიც ტუჩ-ნიკაპის არეში იკვრება! შეიძლება ასაკის მიხედვით ეს მისთვის ნაადრევად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბიოლოგიური სიბერე შეიძლება ნაადრევადაც დადგეს, განსაკუთრებული გენეტიკური ფაქტორების ან სხვა მიზეზების გამო. ახლა ჩემი ნათქვამი ავყიაობად რომ არ მიიღოთ, ნახეთ სპეციალური სამედიცინო სახელმძღვანელოები!
ნეტავი ამას პატრონმა დროზე მიხედოს, ჩვენ - ქართველები მოგვასვენოს და მისთვისაც კეთილი საქმე იქნება!
2 წლის უკან
sapiqrali არ გამოგილიოთ ღმერთმა საკუთარ ქვეყანაში ზელენსკი მსგავსი ლიდერები.
2 წლის უკან