ლევან ხაბეიშვილი: ეს არის სოლიდარობის აქცია, ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე დღეში სააკაშვილის წინააღმდეგ გაიმართება

ლევან ხაბეიშვილი: ეს არის სოლიდარობის აქცია, ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე დღეში სააკაშვილის წინააღმდეგ გაიმართება

ეს არის სოლიდარობის აქცია და მთელმა ქვეყანამ და ქვეყნის გარეთაც უნდა დაინახონ, რომ პრეზიდენტების სასაკლაოდ არ გადავაქცევთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება სააკაშვილის წინააღმდეგ.

„ ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის აქცია, თუმცა ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება სააკაშვილის წინააღმდეგ. ამ საკითხში ყველანი ვართ ერთიანები არათუ პარტიაში, არამედ ძალიან ბევრი პროდასავლური პარტიაა საქართველოში, რომელიც იმავეს აკეთებს და სოლიდარობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, მიმდებარე ქუჩაზე, აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოითხოვეს.