გაჯანჯლებას ჩვენ არ მივესალმებით. კარგია, რომ 11 დეკემბერს ჩაინიშნა და უმნიშვნელოვანესია, ძალიან სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს დეკემბერში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაყოს, დაანაწევროს, მის პარტიაში აპირებს ვინმესთვის რამეზე ფარდის ახდას, სამწუხაროა, რადგან ეს აზიანებს პარტიას. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ ალბათ კარის გაჯახუნება“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
პოლიტსაბჭოს წევრები 11 დეკემბერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.