ალუდა ღუდუშაური „ემპათიაზე“: მათ მიერ გაკეთებული განცხადებები თუ ქმდებები არათუ ნიშნებს ტოვებს, პირდაპირ არის მიკერძოებული და არავითარ შემთხვევაში, არც ერთ ეტაპზე არ ტოვებდა ობიექტურობის განცდას

ალუდა ღუდუშაური „ემპათიაზე“: მათ მიერ გაკეთებული განცხადებები თუ ქმდებები არათუ ნიშნებს ტოვებს, პირდაპირ არის მიკერძოებული და არავითარ შემთხვევაში, არც ერთ ეტაპზე არ ტოვებდა ობიექტურობის განცდას

არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს ხალხი ობიექტურობასთან ახლოს იქნება - „ემპათიას“ ამბიცია ნუ ექნება, რომ რამე განსაკუთრებულს წარმოადგენენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

„შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები თუ ქმდებები არათუ ნიშნებს ტოვებს, პირდაპირ არის მიკერძოებული და არავითარ შემთხვევაში, არც ერთ ეტაპზე არ ტოვებდა ობიექტურობის განცდას. პირიქით, არიან სუბიექტურები“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. თუმცა გიული ალასანიამ უარყო, რომ ის ლობისტური კომპანიაა. მისი მტკიცებით, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.

ამასთან, გიული ალასანიას მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ უცხოურ ონლაინ პლატფორმაზე პირველი შეკვეთილი სტატია გაჩნდა.

როგორც „ქრონიკამ“ გაარკვია, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგის შეფასება არ დევს. არადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს და აუცილებელია პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა. ასევე, ნათქვამია, რომ ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.