შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლეგიბის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლეგიბის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლეგიბის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის, რადგან ჯერ არ ჩამოსულა.

მისი თქმით, მარიამ ჯიშკარიანთან არის ჩამოსული ამერიკული ლაბორატორიების დასკვნები, სადაც სააკაშვილს ამოუვიდა რამდენიმე მძიმე მეტალი.

„ამ დასკვნის საფუძველზე შემდეგ მარიამ ჯიშკარიანის საექსპერტო ჯგუფმა, ქართველებმა გააკეთეს რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია საექსპერტო დასკვნაში. სასამართლო, სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ნაწილში დასკვნა დამთავრებულია, ის ვალდებული იყო რომ დაამთავრებდა დასკვნას, წარედგინა.

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურს, ჩამოვა და დამატებით ცალკე წარედგინება. როგორც ინფორმაცია მაქვს დღეს ან ორშაბათს. ამ საექსპერტო დასკვნაში ქართველებში არ არიან ტოქსიკოლოგები. არც იყო შეკვეთილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. საბოლოოდ, ტოქსიკოლოგიურს რაც შეეხება ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.