კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ნიმუშების ასაღებად მივიდა.
ვასილ კაკაშვილის განმარტებით, საქმეზე ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზები.
„ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის, ადვოკატების განცხადების საფუძველზე, დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზები. არც ადვოკატების მხრიდან, რომლებიც ჩართული არიან გამოძიების პროცესში, არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შესაძლოა რაიმე უცხო სხეულები ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში" - განაცხადა კაკაშვილმა.