ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე: პიარკამპანია სასჯელის გადახედვის საფუძველი ვერ გახდება

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე: პიარკამპანია სასჯელის გადახედვის საფუძველი ვერ გახდება

რაც არ უნდა რეიტინგული, მაღალი ტექნოლოგიების მქონე კომპანიების დაქირავებით აწარმოონ პიარკამპანია, პიარკამპანია სასჯელის გადახედვის საფუძველი ვერ გახდება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპაში ეს თემა აქტუალური არ არის. ეს არის ერთი უბრალო, ჩვეულებრივი საკითხი, რომელიც ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში ხორციელდება. თუმცა, ეს პოლიტიკური პარტია ცდილობს, ეს საკითხი აქტუალური გახადოს და ამით როგორღაც თავისი აქტუალობა შეინარჩუნოს. რაც არ უნდა რეიტინგული, მაღალი ტექნოლოგიების მქონე კომპანიების დაქირავებით აწარმოონ პიარკამპანია, პიარკამპანია სასჯელის გადახედვის საფუძველი ვერ გახდება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. თუმცა გიული ალასანიამ უარყო, რომ ის ლობისტური კომპანიაა. მისი მტკიცებით, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.

ამასთან, გიული ალასანიას მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ უცხოურ ონლაინ პლატფორმაზე პირველი შეკვეთილი სტატია გაჩნდა.