სტატიაში არაფერია წერია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე.
„ის რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ეს სხვადასხვა ანგარიშებში არის აღნიშნული. ეს თემა განხილულია ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს რეზოლუციებში, ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. თუმცა გიული ალასანიამ უარყო, რომ ის ლობისტური კომპანიაა. მისი მტკიცებით, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.
ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის დაკვეთით, დასავლურ მედიაში უკვე გამოჩნდა სტატიები ექსპრეზიდენტის შესახებ. პუბლიკაციებში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. ის მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ყველა სტატია სარეკლამოა, პუბლიკაციები გამოქვეყნებულია „გლობალ ფოინთის“ მიერ. დამკვეთებად კი მითითებულია გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილი.