სოზარ სუბარი: სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოს რომ რუსულ რესურსებზე სანქციების დადებაზე უარი ეთქვა, უდიდესი ზეწოლა წამოვიდოდა - ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია

სოზარ სუბარი: სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოს რომ რუსულ რესურსებზე სანქციების დადებაზე უარი ეთქვა, უდიდესი ზეწოლა წამოვიდოდა - ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია

ლონდონი არ ადებს რუსულ მეტალებს სანქციებს, რადგან ეს მას სჭირდება; ბელგია რუსულ ბრილიანტებსა და ალმასს არ ადებს სანქციებს, რადგან ეს მისი ეკონომიკისთვის საჭიროა და ა.შ. მსგავსი რამ რომ საქართველომ გაბედოს, რამხელა ზეწოლა წამოვიდოდა? ეს ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“

„თუნდაც, ბოლო დღეების საერთაშორისო მედიას რომ გადავავლოთ თვალი, მაგალითად, „სანდი თაიმსი“ წერს, რომ ბრიტანეთში შედის რუსული სანქცირებული ნავთობი და დაახლოებით 250 ან 300 მილიონ ფუნტ სტერლინგზეა ლაპარაკი. ლონდონი არ ადებს რუსულ მეტალებს სანქციებს, რადგან ეს მას სჭირდება; ბელგია რუსულ ბრილიანტებსა და ალმასს არ ადებს სანქციებს, იმიტომ, რომ ეს მისი ეკონომიკისთვის საჭიროა და ა.შ. მსგავსი რამ რომ საქართველომ გაბედოს, რამხელა ზეწოლა წამოვიდოდა? უკვე სანქცირებული და გაკოტრებული იქნებოდა ქვეყანა, ბანკი აღარ იარსებებდა. ამ დროს „ჯი პი მორგანი“ და „სითი ბანკი“ მშვენივრად თანამშრომლობენ რუსულ ბანკებთან და სტრატეგიულ საწარმოებთან. მათ მთავრობამ პირდაპირ უთხრა, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა, რადგან მათ ეკონომიკას ეს სჭირდებოდა. ეს ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია. როცა ბატონი კრამერი სანქციებს ითხოვს და ამ დროს, რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში ერთმანეთს ხვდებიან ბატონო კეზერაშვილი და ბატონი კურტ ვოკერი, ამ დროს კი ირკვევა, რომ კეზერაშვილის ძმაკაცი, ვანო ნაკაიძე საქართველოში რუსული კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის შემოტანას ცდილობს (ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა, მეორე - ცოტა ხნის წინ და ორივეჯერ უკან გააბრუნეს), ძალიან მაინტერესებს - რატომ არ ითხოვენ ამ შემთხვევაში ვანო ნაკაიძის სანქცირებას? იმიტომ, რომ ის კეზერაშვილის მეგობარია? სად არის ამ დროს კურტ ვოკერი, სად არის, სანქციებს რომ ითხოვს, კრამერი, სად არიან უკრაინელი პოლიტიკოსები და რას აკეთებს საქართველოს მთავრობაც? მთავრობამ სიფხიზლე გამოიჩინა, არ შემოუშვა საქართველოში, მაგრამ რადგან უკვე სულ ცოტა ორჯერ იყო მცდელობა, შესაბამისად, საქართველომ გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ თუნდაც მეორედ, ვერავინ ვერ გაბედოს ამის წამოძახება“, - განაცხადა სუბარმა.