სოზარ სუბარი: ჩვენი უბედურება ისაა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას, იმის ნაცვლად რომ შევკავშირდეთ და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, მელია-ხაბეიშვილზე და დეკანოიძე რას იტყვის ხაბეიშვილზე - ამაზე ვართ ჩაციკლულები

სოზარ სუბარი: ჩვენი უბედურება ისაა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას, იმის ნაცვლად რომ შევკავშირდეთ და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, მელია-ხაბეიშვილზე და დეკანოიძე რას იტყვის ხაბეიშვილზე - ამაზე ვართ ჩაციკლულები

ჩვენი უბედურება ის არის, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას, იმის ნაცვლად რომ შევკავშირდეთ და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, მელია-ხაბეიშვილზე და დეკანოიძე რას იტყვის ხაბეიშვილზე - ამაზე ვართ ჩაციკლულები, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის LIVE-ში“ განაცხადა.

„ჩვენი უბედურება ის არის, რომ მსოფლიო პროცესები მიდის, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მიზანი იყოს შევკავშირდეთ და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ამ მღელვარე ოკეანეში ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისას მშვიდობიანად გავიდეთ ნაპირზე ისე, რომ ეკონომიკაც განვავითაროთ, მშვიდობა შევინარჩუნოთ და ახალ მსოფლიო წესრიგშიც ჩვენი ადგილი გვქონდეს ცივილიზებულ სამყაროში, მელია-ხაბეიშვილზე და დეკანოიძე რას იტყვის ხაბეიშვილზე - ამაზე ვართ ჩაციკლული. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის რადიკალურია, ვინც არ უნდა ჰყავდეთ სათავეში. მელიაზე რადიკალური ვინ იყო, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. რა ძალაც აქვთ, დღეს გამოჩნდა - მთელი საქართველო რომ გიორგობას აღნიშნავს, ისინი თავიანთ რევოლუციას აღნიშნავდნენ და ვნახეთ, რამდენი ადამიანიც შეიკრიბა რუსთაველზე. ქვეყნისთვის კარგია, რომ ეს პარტია ასე, თვალსა და ხელს შუა, იშლება და სასაცილო ხდება“. - აღნიშნა სუბარმა.