პაატა მანჯგალაძე: საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინის კანონზე რა დასკვნას დაწერს ევროკომისია, რადგან კონკრეტული სამართლებრივი აქტი, თუნდაც კოპირებული სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგს იძლევა

პაატა მანჯგალაძე: საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინის კანონზე რა დასკვნას დაწერს ევროკომისია, რადგან კონკრეტული სამართლებრივი აქტი, თუნდაც კოპირებული სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგს იძლევა

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინის კანონზე რა დასკვნას დაწერს ევროკომისია, რადგან კონკრეტული სამართლებრივი აქტი, თუნდაც კოპირებული სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგს იძლევა, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ბუნებრივად მოუწევს ოლიგარქიის განმარტება, იმის აღწერა, თუ რა სამართლებრივ პრობლემას ქმნის დემოკრატიასთან მიმართებაში ოლიგარქია და ამ მსჯელობაზე საუბარი არ უნდა, ამას ერიდება „ქართული ოცნება“. მე თუ მკითხავ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინის კანონზე რა დასკვნას დაწერს ევროკომისია რადგან კონკრეტული სამართლებრივი აქტი, თუნდაც კოპირებული სხვადასხვა ქვეყანაში იძლევა სხვადასხვა შედეგს, ამ ქვეყნის განსხვავებულობიდან გამომდინარე, სამართლებრივ, პოლიტიკური, სახელმწიფო მოწყობა და ა.შ. უკრაინაში საერთოდ სხვა რეალობა იყო, როცა ამ კანონს იღებდნენ“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

თუმცა, „ქრონიკამ“ გუშინ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა და შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.