საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, პოსTV-ის“ ეთერში, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, განაცხადა, რომ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მოქმედ გარკვეულ ძალებს ქვეყანაში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლა სურთ.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების მეორე ფრონტის პროექტში ჩათრევა არ გამოუვიდათ, მისი ნებისმიერი გზით შეცვლაზე დადეს ფსონი, თუნდაც ყველაზე დიდი ანტიდასავლური პროპაგანდით ქართულ საზოგადოებაში, ნიჰილისტური დამოკიდებულებით ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ (სამწუხაროდ, აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია ამ ყველაფერს ხელს უწყობს)... ყველაფრის ფასად, საქართველოში, რამენაირად, ხელისუფლება უნდა ჩაანაცვლონ არაკონსტიტუციური გზით, მათთვის სასურველი პიროვნებებით, რომლებიც უაპელაციოდ შეასრულებენ ნებისმიერ დავალებას. ეს პროცესი არანაირად არ შეჩერდება და უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.