თამარ გაბუნია: ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კორონავირუსი გააქტიურებულია, პირიქით, მკაფიოდაა გამოხატული დაღმავალი ტალღა

თამარ გაბუნია: ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კორონავირუსი გააქტიურებულია, პირიქით, მკაფიოდაა გამოხატული დაღმავალი ტალღა

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კორონავირუსი გააქტიურებულია, პირიქით, მკაფიოდ გამოხატულია დაღმავალი ტალღა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან განაცხადა. ის მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„კორონავირუსის შემთხვევები არის მცირე - 100-150 შემთხვევა დღეში. ტესტირებები გრძელდება, დადებითობის მაჩვენებელი 2%-ია. მთელ ამ მოძრაობაში კორონავირუსი არის 2%, დანარჩენი არის სხვა ვირუსები, რაც მთელი წლის განმავლობაშიც ცირკულირებს, მაგრამ, ახლა მეტია. აქედან გამომდინარე აქცენტი უნდა გაკეთდეს, რომ თუ ბავშვს აქვს ტემპერატურის მატება ოჯახის ექიმმა ნახოს, დარჩეს ბინაზე და უმკურნალოს სიმპტომურად. უფრო საყურადღებოა ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასეთ დროს მას მეტი ყურადღება სჭირდება. სიფრთხილეა საჭირო და ამ სიფრთხილისთვის მოსახლეობას მოვუწოდებთ რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ და მეორე, ისევ და ისევ ჰიგიენის წესების დაცვა.

რაც შეეხება გართულებებს, გართულებების რისკი გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების დროს, არ აღემატება 1%-ს. თუ ადამიანს რაიმე თანმხლები დაავადება არ აქვს, იმის ალბათობა რომ ეს მდგომარეობა გართულდეს,ძალიან დაბალია. ასევე, ყოველთვის არის მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა და დისტანცია. ეს ის სტანდარტულ წესებია, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით“, - აცხადებს გაბუნია.