გავერკვევით რა პროცესშია ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტის საკითხთან დაკავშირებით იმისთვის, რომ გავერკვეთ რა პროცესშია ახლა ის. ვიცით, რომ ვებგვერდზეც არის განთავსებული ეს კანონი, როგორც დასკვნის მომლოდინე. ჩვენ გავარკვევთ, რა მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ზოგადად ჩვენი პოზიცია ცხადია, რომ ჩვენი კანონიც არის ასლი უკრაინულისა, ამიტომ ვენეციის კომისიისგან რაიმე დამატებითი აზრის მოსმენის საჭიროება არ იყო. როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი, არსებობდა კანონი, პროექტი მოსაზრების, რომელიც უნდა განეხილა ვენეციის კომისიას, თუმცა არ ვიცი... მოკლედ, ჩვენ ვიკითხავთ რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.