გიორგი ვაშაძე კობახიძეს: ირაკლი, მარტივი არჩევანი გაქვს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში ან არ აგზავნი, რაც ნიშნავს, რომ უარს ამბობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე - მორჩა, წერტილი!

გიორგი ვაშაძე კობახიძეს: ირაკლი, მარტივი არჩევანი გაქვს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში ან არ აგზავნი, რაც ნიშნავს, რომ უარს ამბობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე - მორჩა, წერტილი!

მივმართავ პრორუსული პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს - ირაკლი, გაქვს მარტივი არჩევანი, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში, ან არაგზავნი, რაც იმას ნიშნავს, პირდაპირ უარს ამბობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე - მორჩა, დამთავრდა, წერტილი! - ეს განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას საქართველოს ევროკავშირი პარლამენტისგან ითხოვს, აშშ-ი, სამოქალაქო სექტორი და “ვარჰეიც კი, რომელიც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ასე ძალიან შეუყვარდათ“.

ვაშაძემ ისიც აღნიშნა, რომ თავად უკრაინა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მის მიერ მიღებულ კანონზე დასკვნას ვენეციის კომისიისგან არ ელოდება და საკითხი უკრაინასთან მიმართებაში დღის წესრიგიდან მოხსნილია.

“პრორუსული “ქართული ოცნების“ სპეკულაციებმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე არნახულ ზღვარს მიაღწია. მთელი ევროპა, მთელი აშშ-ი, ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაცია საქართველოში ამბობს, რომ კანონი, რომელიც აბსურდულია, მაგრამ დაარეგისტრირეს და ორი მოსმენით მიიღეს, ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს. ეს ადამიანები ხან რას თხზავენ, რას რა გვიმტკიცებენ, რათა პროექტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნონ. შესაბამისად, უკრაინა მიიღებს თუ არა დასკვნას, გააგზავნა თუ არა პროექტი, საკითხი დგას შემდეგნაირად - თუ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის კანონს “დეოლიგარქიზაციის შესახებ“, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს იქითკენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. განხილვა უკვე საბავშვო ბაღის დონეზეა - წარმოუდგენელი აბსურდი ტრიალებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.