დავით მათიკაშვილი: პირველად აშშ-ის ელჩისგან შევიტყვეთ, რომ უკრაინას გაწვეული ჰქონია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

დავით მათიკაშვილი: პირველად აშშ-ის ელჩისგან შევიტყვეთ, რომ უკრაინას გაწვეული ჰქონია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

პირველად აშშ-ის ელჩისგან შევიტყვეთ, რომ უკრაინას გაწვეული ჰქონია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ უკრაინას გაწვეული ჰქონია კანონპროექტი, ჩვენთვის სიურპრიზია. პირველად სწორედ აშშ-ის ელჩისგან შევიტყვეთ ეს ამბავი. შესაბამისად, ამ რეალობაში, საინტერესოა ის, თუ რატომ მოხდა გაწვევა ამ კანონის მაშინ, როდესაც იდენტური ტექსტია ქართული კანონი უკრაინული დეოლიგარქიზაციის კანონისა და მას ვუკავშირებდით ჩვენ ვენეციის კომისიიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთებას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.