„ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“- ამ სახელწოდებით 29 ნოემბრის შეხვედრას აანონსებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე დეპუტატი წერს, რომ საჭიროა გამოაშკარავდეს ქსელი, რომელიც ცდილობს საქართველო რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს. ამ შეხვედრის მონაწილეები არიან იან კელი, დევიდ კრამერი, თორნიკე გორდაძე, ოლექსი გონჩარენკო და მამუკა მამულაშვილი.