ლევან ბეჟაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ „ოცნებამ“ ვენეციის კომისიას გაუგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ როგორც მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ასევე „ნაცმოძრაობის“ მიერ შეთავაზებული პროექტი

ლევან ბეჟაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ „ოცნებამ“ ვენეციის კომისიას გაუგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ როგორც მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ასევე „ნაცმოძრაობის“ მიერ შეთავაზებული პროექტი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გაუგზავნოს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" როგორც მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული პროექტი და კომისიას სამართლებრივი შეფასებების გამოთქმის შესაძლებლობა ორივე კანონპროექტზე მიეცეს. ბეჟაშვილი იმასაც ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ პროექტები იმ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა განიხილოს და შეაფასოს, რაც საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობის კუთხით აქვს.

ბეჟაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის მიერ უკრაინულ კანონპროექტზე მომზადებული დასკვნა ქართულ სინამდვილესთან ადეკვატური არ იქნება.

"ევროკავშირის საელჩო უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას და მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვენეციის კომისიამ საქართველოს კანონპროექტი ქართული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა შეაფასოს. იმის მიუხედავად, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი კოპირებულია უკრაინული კანონიდან, ის უკრაინულ საჭიროებებზეა მორგებული და ქართული სინამდვილისთვის ადეკვატური ვერ იქნება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

 

amo "მნიშვნელოვანია"! რას გულისხმობთ?
2 წლის უკან