ლევან იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში არ დარჩეს სახელმწიფო, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ლევან იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში არ დარჩეს სახელმწიფო, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როდესაც მოახლოვდა საქართველოს საკითხის განხილვა, ევროპაში არ დარჩეს სახელმწიფო, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ესპანეთში ვიზიტით იმყოფება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როდესაც მოახლოვდა საქართველოს საკითხის განხილვა, ევროპაში არ დარჩეს სახელმწიფო, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩვენს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ თვალსაზრისით ესპანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი ევროპაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზავნილში მმართველი პარტია და ოპოზიცია იყოს ერთიანი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ესპანეთში ვიზიტს იწყებს. შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს და ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ესპანეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სენატის, დეპუტატთა პალატისა და კომიტეტების წევრებთან.