9 ევროპული ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე LBTQ-ს მხარდამჭერ სამკლავურებს აღარ გაიკეთებენ

9 ევროპული ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე LBTQ-ს მხარდამჭერ სამკლავურებს აღარ გაიკეთებენ

ინგლისის, უელსის და სხვა ევროპული ქვეყნების ეროვნული ნაკრებების კაპიტნები ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერ სამკლავურებს OneLove აღარ გაიკეთებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 9 ევროპული ნაკრების კაპიტანი (ინგლისი, უელსი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, გერმანია, პორტუგალია, შვედეთი, შვეიცარია) მუნდიალის მატჩებზე სამკლავურებით გასვლას გეგმავდა, თუმცა FIFA-მ მათ ეს აუკრძალა და სპორტული სანქციებით დაემუქრა. ​

სპორტული ფედერაციების განცხადებებში აღნიშნულია, რომ ისინი მზად იყვნენ ფინანსური ჯარიმებისთვის, თუმცა შიშობენ, რომ სამკლავურების გამო ფეხბურთელებს შესაძლოა წითელი ბარათები აჩვენონ და მოედანი დაატოვებინო, ამიტომ სპორტსმენების ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურთ. ამასთან, FIFA-ში არ დაუკონკრეტებიათ რა სანქციებზე საუბარი.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ყატარში 20 ნოემბერს დაიწყო. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. მუნდიალის ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.