„ნაცმოძრაობის“ წარმოდგენილ დოკუმენტს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ეს უფრო ოლიგარქების დაცვის კანონპროექტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ნაცმოძრაობის“ წარმოდგენილ დოკუმენტს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ეს უფრო ოლიგარქების დაცვის კანონპროექტია. დასხდნენ ეტყობა, იფიქრეს, რა ექნებათ, აშკარა იყო, რომ მათ დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილს კარგი დღე არ დაადგება მას მერე, რაც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შევა ძალაში და მოიფიქრეს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, სადაც პირდაპირ არის დაცვა ოლიგარქების. აბსურდია ეს კანონპროექტი, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობენ აბსურდული, ანტიკონსტიტუციური კანონპროექტით საკუთარი ოლიგარქების დაცვას. ნაცვლად ევროპული რეკომენდაციისა, რომელიც ჩვენ ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლას გვავალდებულებს, ისინი ოლიგარქებს იცავენ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააინიცირებენ. პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ პირობას და ზეგავლენას ახდენს საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე. კანონპროექტი ითვალისწინებს ოლიგარქთა რეესტრის არსებობას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.