ლევან ბეჟაშვილი: მოხდა თუ არა სააკაშვილის მოწამვლა, რამდენად სრულყოფილად ახდენს ან ვერ ახდენს ხელისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, ამაზე, მგონი, ექიმები, შესაბამისი ექსპერტები დასკვნებს გააკეთებენ

ლევან ბეჟაშვილი: მოხდა თუ არა სააკაშვილის მოწამვლა, რამდენად სრულყოფილად ახდენს ან ვერ ახდენს ხელისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, ამაზე, მგონი, ექიმები, შესაბამისი ექსპერტები დასკვნებს გააკეთებენ

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ თავისი ფეხით შევიდა დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით და დღემდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია, იგი დამძიმდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შინაარსობრივად პოლიტიზებული არის ისედაც. გათვალისწინებით მისი გადაწყვეტილებისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მოხდეს მისი ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, ბუნებრივია, ეს განცხადება გასაგებია. ამ შემთხვევაში, მოხდა თუ არა მისი მოწამვლა, რამდენად სრულყოფილად ახდენს ან ვერ ახდენს ხელისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, ამაზე, მგონი, ექიმები, შესაბამისი ექსპერტები დასკვნებს გააკეთებენ. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ თავისი ფეხით შევიდა დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით და დღემდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია, დამძიმდა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გებახიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უცხოელი ექსპერტიების დასკვნის თანახმად, ექსპრეზიდენტი მოწამლულია. გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ასევე, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დღეს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, მას არასდროს უთქვამს თავისი ადვოკატებისთვის, რომ ეჭვი აქვს მოწამვლაზე.